მზია არსენიშვილის მოკლე ავტობიოგრაფია
დღემდე ვმუშაობ მე-14 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
დაბეჭდილი მაქვს რამოდენიმე ლექსი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.
მყავს მეუღლე ზაურ უჩუმბეგაშვილი და ერთი ქალიშვილი ქეთევან უჩუმბეგაშვილი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა.
XI ² კლასი 2014 წ.
გაკვეთილი - დისკუსია
თემაზე:
,,მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს" აკაკი წერეთლის პოემის ,,გამზრდელის" მიხედვით
გაკვეთილზე დასასწრებად მოწვეულნი არიან:
სკოლის დირექტორი ქალბატონი მაკა გიორგაძე და
დირექტორის მოადგილექალბატონი მაია ლომიძე
XI ² კლასის მოსწავლე თამარ წიკლაური
კლასის დამსწრე საზოგადოებას გააცნობს
აკაკი წერეთლის პოემის ,,გამზრდელის''
მოკლე შინაარსს:
მეგობრის ძნელი დავალების შესასრულებლად წასულ ბათუს უკან დაბრუნებისას შემზარავი სურათი დაუდგა თვალწინ. სტუმარს მისი მეუღლე ნაზიბროლასთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, საბრალო ცრემლად იღვრებოდა და ლოყებს იხოკდა.
ბათუმ ძიძიშვილ საფარ-ბეგს სახლში არაფერი აგრძნობინა. სახლიდან რომ გაიყვანა, გააფრთხილა მორიდებოდა, რადგან ახლა ისინი ერთმანეთის მტრები იდყვნენ, დაავალა გამზრდელთან წასულიყო და თავისი დანაშაულის შესახებ მისთვის მოეყოლა. საფარ-ბეგი ასეც მოიქცა.
გამზრდელმა ჰაჯი-უსუბმა უღირსი გაზრდილისთვის ზნეობრივი მაგალითის საჩვენებლად თავი მოიკლა.
თამარი კითხვებს უსმევს მოსწავლეებს და იმართება დისკუსია.
კითხვაზე პასუხს სცემს ამავე კლასის მოსწავლე ბექა თუთაშვილი.
საფარბეგი ძუძუმტეს ასე უღირსად იმიტომ მოექცა, რომ მას არ გააჩნდა ზნეობა, რომელიც აწესრიგებს და სრულყოფს ადამიანის ცხოვრებას. უზნეო ადამიანი ყოველ უკეთურებს სჩადის და ეს მისი ცხოვრების წესია, ეს მისთვის ბუნებრივია.
კითხვაზე პასუხს სცემს ამავე კლასის მოსწავლე მარიამ ახვლედიანი.
საფარ-ბეგს იმიტომ არ გააჩნდა ზნეობა, რომ არისტოკრატია, რომელსაც საფარ-ბეგი სოციალურად მიეკუთვნებოდა, საერთოდ არ გამოირჩეოდა მაღალი ზნეობით. თავადები დროს ქეიფში, დროს ტარებაში, ნადირობასა და აღვირახსნილ ცხოვრებაში ფლანგავდნენ. მათთვის არ არსებობდა ის წმინდათაწმინდა ღირებულებები, რომლებიც მდაბიო ფენის წარმომადგენლებს, ანუ გლეხებს გააჩნდათ.
მოსწავლე თათია კანდელაკი შეეკამათა მარიამ ახვლედიანს და აღნიშნა, რომ საფარ-ბეგის საქციელი არ შეიძლებოდა აიხსნას მხოლოდ სოციალური წრის და გარემოს მორალით. ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია თვითონ ადამიანის ბუნებასაც.
კითხვაზე პასუხს სცემს ამავე კლასის მოსწავლე თორნიკე ჩაფიძე.
ბათუმ სახლში საფარ-ბეგს იმიტომ არაფერი უთხრა, რომ მან არ დაარღვია სტუმარ-მასპინძლობის ქართული წესი და პასუხი მოსთხოვა გარეთ გასვლის შემდეგ..
º º º
,,რომ ჩავიდნენ შორიახლოს
მინდვრის პირად, იქვე დაბლა,
მასპინძელმა შეაჩერა
ცხელი და ხმა აღიმაღლა
º º º
- საფარ-ბეგო, პირშავობა
შენი ვიცი შემიტყვია...
და დღეიდან ჩვენ ორს შუა
მოციქული არის ტყვია.
º º º
არა სთქვა რა ! ... არც მე ვკითხე
არის ზოგი შეცოდება,
რომ სათქმელად საძნელოა...
არც შენდობა უხერხდება.
º º º
ახლა წადი ! დამეკარგე !
ფრდხილად ! არსად შემეყარო,
რომ ცუდ გულზე უცაბვდად
შენი სისხლი არ დავღვარო.''
კითხვაზე პასუხს სცემს ამავე კლასის მოსწავლე ბექა ჩერტკოევი.
საფარ-ბეგი იყო ბათუს ძიძიშვილი და სახლში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ძიძიშვილი ხელშეუხებელია. ბათუ თავისი ქვეყნის შვილია და მის ტრადიციებს მტკიცედ იცავს.
კითხვაზე პასუხს სცემს ამავე კლასის მოსწავლე თორნიკე ახალაძე.
ბათუ აღზრდაში უდიდეს როლს ანიჭებდა გამზრდელს და ამიტომ გააგზავნა საფარ-ბეგი ჰაჯი-უსუბთან, რომ მას თავისი ცოდვები გამოესყიდა, ამავდროულად ამ მომენტიდან ჩანს, რომ საფარ-ბეგის სერჩენილი აქვს სინდისის გრძნობა და ბათუს დავალებას პირნათლად ასრულებს. ასევე ბათუ არ ვარაუდობდა, რომ აღმზრდელი ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებდა და თავს მოიკლავდა. ამ სიტყვებს ამოწმებს პოემის შემდეგი სტროფები
º º º
,,მაგრამ ერთს კი დაგავალებ,
ამისრულე უეჭველად,
რომ მიხვიდე ყაბარდოში
იცოდე, რომ სულ პირველად
º º º
წადი, ნახე ის მოძღვარი
ვინც შვილივით გამოგზარდა
და უამბე შენი პირით,
რაც სირცხვილი დაგემართა"
ამ კითხვაზე პასუხს სცემს ამავე კლასის მოსწავლე ზურაბ ჭანკვეტაძე
გამზრდელი, ცხოვრებაში სწორ გზას უკაფავს მის მოსწავლეებს, ჰაჯი უსუბიც თავს შერცხვენილად გრძნობს, რადგან თვლის, რომ საფარ-ბეგის დანაშაული მისი ბრალია. გამზრდელის სახელი მისივე მოსწავლეებზე აისახება, მაგრამ ადამიანებს განსხვავებული ბუნება აქვთ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ადამიანი ძლიერი მაშინაა, როდესაც საკუთარ თავზე გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში ჰაჯი-უსუბი დამნაშავე არაა, მაგრამ მისი პასუხისმგებლობა სირცხვილის საშუალებას არ აძლევს.
º º º
"შეაყენა ზედა ფეხზე
მან დამბაჩა გატენილი,
მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს
საფარ მისი გამოზრდილი,
º º º
მაგრამ უსუბ ეუბნება,
შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ
º º º
წარმოსთქვა და საფეთქელში
მიიჭედა ცხელი ტყვია
ჩაიკეცა სულთამბრძოლი
წამლის კვამლში გაეხვია"
გამზრდელს გული იმდენად დაეწვა, რომ თავის მოკვლაც გაბედა. ადამიანი ამას მაშინ აკეთებს როდესაც გულზე დიდი ლოდი აწევს და სწორედ ეს ლოდი საფარ-ბეგს დააწვა სულზე ჰაჯის სიკვდილის შემდეგ. ჰაჯის ადგილზე ამას ბევრი ვერ გაბედავდა რადგან ეს ადამიანის ტიპზეა დამოკიდებული. ასეთ სიტვაციაში გამოსავლის მოძებნა რთულია მაგრამ, ჩემი აზრით აღმზრდელმა მისი ქმედებით უბრალოდ მეორე შანსი მისცა ისევე როგორც ეს ბათუმ გააკეთა.
7. რომელი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟს გვაგონებს ბათუ?
ამ კითხვაზე პასუხს სცემს ამავე კლასის მოსწავლე თორნიკე ჩაფიძე და მის ნათქვამს ავსებს თორნიკე ახალაძე. მათი ნააზრევი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს.
ბათუ წარმოადგენდა გლეხების ფენას და ამიტომ იგი იყო გამრჯე, კეთილი, შრომისმოყვარე, მირედითაც კმაყოფილი. შეიძლება ის შევადაროთ ,,ოთარაანთ ქვრივის" მთავარ პერსონაჟს, გიორგის.
ორივე პიროვნება ვერ იტანდა უსამართლობას და ყოველთვის იბრძოდნენ სამართლიანობისთვის. ასევე ორივე იყო ქრისტიანი, მათი ცხოვრების წესი ქრისტიანული. მათი მაღალი ზნეობაც, ამით იყო განპირობებული.
8. პოეტის მიერ პოემაში ორი ურთიერტსაპირისპირო თვალსაზრისია გამოხატული. პირველს გამოხატავს შემდეგი სტრიქონი ,,მაგრამ მარტო წრვთნა რას იზამს, თუ ბუნებამაც არ უშველა ?'' - ვიმსჯელოთ ამ საკითხის შესახებ.
ამ თემაზე ისაუბრებს ამავე კლასი მოსწავლე ნინო მიქაძე
ადამიანის ბუნება დამოკიდებულია როგორც აღზრდაზე ისე გარემო პირობებზე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ რომელიმე მეტად ან ნაკებად , რადგან ორივე მათგანი დიდ როლს ასრულებს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში.
თითოეული ჩვენგანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, თვითონ წყვეტს იყოს კარგი თუ ცუდი და ამას აკეთებს ან უნებურად ან გამიზნულად და პიროვნება იქმნება იქიდან გამომდინარე, თუ რა ცხოვრება გაიარა მან. სწორედ პიროვნება არის ის, რითაც ჩვენ თავის ვიმკვიდრებთ საზოგადოებაში. პიროვნების ჩამოყალიბებაში კი ადამიანობა, ღირსება და სულიერებაა საჭირო.
ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად. ამიტომ უფალი არასოდეს გამოუგზავნის ადამიანს ისეთ განსაცდელს, რის გადატანასაც ის ვერ შეძლებს, თუმცა ეშმაკი ყოველთვის ეცვდება, რომ შეგაცდინოს და ცოდვაში ჩაგაგდოს. ადამიანზეა დამოკიდებული იგი აყვება ამ ბოროტებას, თუ დაამარცხებს ეშმაკს.
საფარ-ბეგის შემთხვევაშიც ასე იყო. მის გამზრდელს სხვა ბევრი ადამიანიც აღეზარდა პიროვნებად, თუმცა მათგან ერთ-ერთმა გზას გადაუხვია და ამით დაკარგა ყველაზე მთავარი-ღირსება, ღირსება რომლის მოპოვება რთულია დაკარგა კი ძალიან ადვილი.
თავდიან ყველა ერთნაირი იბადება, მაგრამ შემდეგ თვოთონ ადამიანი წყვეტს თავისი ცხოვრების გზას. ეს კარგად ჩანს გოდერძი ჩოხელის სიტყვებიდან: ,, ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული".
ამ შეკითხვას პასუხობს მოსწავლე ნოდარ კობალაძე. ონისეს, რომელსაც ევალებოდა მტრის მოძრაობისთვის თვალყურის დევნა, ამხანაგების გაფრთხილება, საზოგადო საქმეზე წინ პირადი ინტერესები არ უნდა დაეყენებინა. ვაჟკაცის სიძლიერეც სწორედ ამაში გამოიხატება, რომ საჭირო შემთხვევის დროს ნებისყოფა გამოიჩინოს და ყველას დამღუპველ ცდუნებას სძლიოს.
შევეცადოთ გავამართლოთ გუგუა. გუგუას ამართლებს მოსწავლე შალვა ძამუკაშვილი.
გუგუა დიდ მოთმინებას იჩენდა, მან იცოდა, რომ მისი მეუღლე მის მის მეზობელსა და მეგობარზე, საკუთარ ხელისმომკიდეზე, ონისეზე იყო შეყვარებული, მაგრამ იცდიდა, ფიქრობდა, რომ ქალს მისკენ მოუტრიალდებოდა გული, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ მისი ცდა ამაო გამოდგა, მხოლოდ მაშინ უმტყუნა ნებისყოფამ ნაროვანისაკენ დაეშვა ონისეს მოსაკლავად.
ხევის წინაშე წარმდგარ გუგუას მაინც არ უნდოდა სიმართლის თქმა, რადგან მეუღლის სახელი არ გაეტეხა, ბოლოს კი შერცხვენილ სიცოცხლეს სიკვდილი არჩია.
რაში შეცდა გუგუა?
ამ შეკითხვას პასუხობს გუჯა მეზვრიშვილი.
გუგუას ომის წინ თავი უნდა შეეკავებინა, საზოგადო საქმეზე უნდა ეფიქრა და როცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ეზრუნა პირად ცხოვრებაზე.
დავახასიათოთ ძიძია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით.
ძიძიას გამართლებას ცდილობს მოსწავლე ნინო მამიტაშვილი.
ძიძია მეტისმეტად ახალგაზრდა გაათხოვეს, მას ჯერ არ ჰქონდა გამოცდილი ნამდვილი სიყვარული და როცა იგი ეწვია მოულოდნელად, წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.
ნინო მამიტაშვილის პოზიცია გაიზიარეს მოსწავლეებმა: მაგდა ვალიევმა, ანი ჯლანტიაშვილმა და მარიამ ჟამუტაშვილმა.
ძიძია უარყოფითი კუთხით დაახასიათა მოსწავლე ნუცა გოგოლაძემ.
ძიძიას, როგორც მთაში მაცხოვრებელ ქალს, ჰმართებდა უფორ მეტი თავშეკავების გამოჩენა. მე პარალელს გავავლებ ძიძიასა და ფატიმას შორის. ფატიმასაც ძიძიასავით ბოლომდე უყვარდა ჯამბულატი, მაგრამ როცა არჩევანის წინაშე დადგა ქალურ გრძობაზე წინ დააყენა მოვალეობის გრძნობა ოჯახის, მეუღლისა და შვილის წინაშე, ძიძიას კი საერთოდ არ უცდია, თავს დამტყდარ გრძნობას გამკლავებოდა.
ნუცა გოგოლაძის აზრი გაიზიარეს მოსწავლეებმა: თამარ მაისურაძემ და ნანი მღებრიშვილმა.
გაკვეთილის მსვლელობის პროცესში კლვალ ჩაერთო სოფიო მოწონელიძე: როგორ ფიქრობთ, რატომ მოკლა ხევისბერმა გოჩამ ონისე?
ამ შეკითხვას პასუხობს მოსწავლე თეონა დემურაშვილი.
გოჩა თემისთვის იყო ,,კაცად კაცი", რომელსიც თემზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ ოჯახზე. თემის ნება-სურვილი მისთვის უმაღლესი კანონი იყო, რომლის დარღვევასაც ის არავის აპატიებდა, განსაკუთრებით კი საკუთარ შვილისაგან მოითხოვდა ღირსეულ ცხოვრებას. გოჩასთვის ისეთი მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო ონისეს უკეთური საქციელი, იმ ონისესი, რომელზეც მას მზე და მთვარე ამოსდიოდა და რომლითაც ის ასე ამაყობდა, რომ შინაგანი წონასწორობის დაკარგვას ვერ გაუძლო და შვილი საკუთარი ხელით მოკლა ნამუსის გასაწმენდადა და ყველასთვის ამ სასტიკი მაგალითის საჩვენებლად.
თეონა დემურაშვილის აზრი გაიზიარეს მოსწავლეებმა: ბესო ლიპარტელიანმა და ია ნადირაძემ რომლებმაც თავის მხრივ დაამატეს, რომ თანამედროვე გადასახედიდან გოჩას საქციელი ძალიან სასტიკი და არაჰუმანური გვეჩვენება.
გაკვეთილის წამყვანი სოფიო მოწონელიძე გაკვეთილ-დისკუსიას დამთავრებულად აცხადებს და სიტყვას აძლევს დამსწრე საზოგადოებას.
დირექტორის მოადგილე მაია ლომიძე და პედაგოგები: მედეა პატარაია, ლელა ჯანაშია და ლიანა ასათიანი ბავშვებს უწონებენ ჩატარებულ გაკვეთილ-დისკუსიას და აძლევენ სასარგებლო რჩევებს.
XI1 კლასი, 2014 წელი
ა/წლის 11 აპრილს ქ. თბილისის მე-14 სკოლაში XI კლასში ქართულში ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ : დირექტორის მოადგილე მაია ლომიძე და პედაგოგები : ლელა ჯანაშია, მედეა პატარაია და კლასის დამრიგებელი ლია ასათიანი.
გაკვეთილი - დისკუსია ჩატარდა თემაზე, "რატომ მოკლა ხევისბერმა გოჩამ ონისე?!" ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის "ხევისბერი გოჩას" მიხედვით.
გაკვეთილი მიჰყავდა ამავე კლასის მოსწავლეს სოფიო მოწონელიძეს, რომელიც უსვამდა ბავშვებს შეკითხვებს.
პირველი შეკითხვა: როგორ მიგაჩნიათ რა როლი შეასრულა მთაში დამკვიდრებულმა ტრადიციამ იმის შესახებ, რომ საპატარძლოზე საქმროზე მეტად ხელისმომკიდეს უნდა ეზრუნა იმ დრამის განვითარებაში რომელიც მოთხრობაშია ასახული? შეკითხვას პასუხობს ამავე კლასის მოსწავლე ირაკლი ბირკაია:
"მე ვფიქრობ, რომ აწნიშნულმა ტრადიციამ დრამის განვითარებაშ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ არა ეს ტრადიცია, მოვლენები სხვარიგად წარიმართებოდა."
ს. მოწონელიძე აგრძელებს გაკვეთილის მსვლელობას.
მოთხრობას ჰყავს ოთხი ცენტრალური პერსონაჟი : ხევისბერი გოჩა, ონისე, გუგუა და ძიძია.
შევეცადოთ, გავამართლოთ ონისე: ონისეს გამართლებას ცდილობს ამავე კლასის მოსწავლე ვალერი გელოვანი:
,,მე ვფიქრობ რომ ონისე შეიპყრო სიყვარულის ძლიერმა გრძნობამ, რომლის მორევა მან ვერ შეძლო და ამის გამო ვერ დაიცვა ხევის ინტერესები. მას სამშობლოს ღალატი აზრადაც არ მოსვლია. ყველანაირად შეეცადა რომ მეგობრის მეუღლე დაევიწყებინა, მაგ მიზნით მთაში ცხვარშიც კი წავიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისინი უნებლიე უპასუხისმგებლობისა და ამხანაგების დახოცვის გამო ის თავგანწირულად იბრძოდა ცდილობდა, მტერს შეჰკვდომოდა და ამით გამოესყიდა დანაშაული. და ბოლოს ონისეს შეეძლო გაჩუმებულიყო და საკუთარ ბედნიერებაძე ეზრუნა მაგრამ მას სინდისმა არ მისცა იმის უფლება, რომ უდანაშაულო გუგუას ხევის ღალატი დასდებოდა ბრალად."
კიდევ ერთვება გაკვეთილის მსვლელობის პროცესში სოფიო მოწონელიძე.
თქვენი აზრით, რას წარმოადგენდა ონისეს ძირითად დანაშაულს? ამ შეკითხვას პასუხობს მოსწავლე ნოდარ კობალაძე. ონისეს, რომელსაც ევალებოდა მტრის მოძრაობისთვის თვალყურის დევნა, ამხანაგების გაფრთხილება, საზოგადო საქმეზე წინ პირადი ინტერესები არ უნდა დაეყენებინა. ვაჟკაცის სიძლიერეც სწორედ ამაში გამოიხატება, რომ საჭირო შემთხვევის დროს ნებისყოფა გამოიჩინოს და ყველას დამღუპველ ცდუნებას სძლიოს.
შევეცადოთ გავამართლოთ გუგუა. გუგუას ამართლებს მოსწავლე შალვა ძამუკაშვილი.
გუგუა დიდ მოთმინებას იჩენდა, მან იცოდა, რომ მისი მეუღლე მის მის მეზობელსა და მეგობარზე, საკუთარ ხელისმომკიდეზე, ონისეზე იყო შეყვარებული, მაგრამ იცდიდა, ფიქრობდა, რომ ქალს მისკენ მოუტრიალდებოდა გული, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ მისი ცდა ამაო გამოდგა, მხოლოდ მაშინ უმტყუნა ნებისყოფამ ნაროვანისაკენ დაეშვა ონისეს მოსაკლავად.
ხევის წინაშე წარმდგარ გუგუას მაინც არ უნდოდა სიმართლის თქმა, რადგან მეუღლის სახელი არ გაეტეხა, ბოლოს კი შერცხვენილ სიცოცხლეს სიკვდილი არჩია.
რაში შეცდა გუგუა?
ამ შეკითხვას პასუხობს გუჯა მეზვრიშვილი.
გუგუას ომის წინ თავი უნდა შეეკავებინა, საზოგადო საქმეზე უნდა ეფიქრა და როცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ეზრუნა პირად ცხოვრებაზე.
დავახასიათოთ ძიძია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით.
ძიძიას გამართლებას ცდილობს მოსწავლე ნინო მამიტაშვილი.
ძიძია მეტისმეტად ახალგაზრდა გაათხოვეს, მას ჯერ არ ჰქონდა გამოცდილი ნამდვილი სიყვარული და როცა იგი ეწვია მოულოდნელად, წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.
ნინო მამიტაშვილის პოზიცია გაიზიარეს მოსწავლეებმა: მაგდა ვალიევმა, ანი ჯლანტიაშვილმა და მარიამ ჟამუტაშვილმა.
ძიძია უარყოფითი კუთხით დაახასიათა მოსწავლე ნუცა გოგოლაძემ.
ძიძიას, როგორც მთაში მაცხოვრებელ ქალს, ჰმართებდა უფორ მეტი თავშეკავების გამოჩენა. მე პარალელს გავავლებ ძიძიასა და ფატიმას შორის. ფატიმასაც ძიძიასავით ბოლომდე უყვარდა ჯამბულატი, მაგრამ როცა არჩევანის წინაშე დადგა ქალურ გრძობაზე წინ დააყენა მოვალეობის გრძნობა ოჯახის, მეუღლისა და შვილის წინაშე, ძიძიას კი საერთოდ არ უცდია, თავს დამტყდარ გრძნობას გამკლავებოდა.
ნუცა გოგოლაძის აზრი გაიზიარეს მოსწავლეებმა: თამარ მაისურაძემ და ნანი მღებრიშვილმა.
გაკვეთილის მსვლელობის პროცესში კლვალ ჩაერთო სოფიო მოწონელიძე: როგორ ფიქრობთ, რატომ მოკლა ხევისბერმა გოჩამ ონისე?
ამ შეკითხვას პასუხობს მოსწავლე თეონა დემურაშვილი.
გოჩა თემისთვის იყო ,,კაცად კაცი", რომელსიც თემზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ ოჯახზე. თემის ნება-სურვილი მისთვის უმაღლესი კანონი იყო, რომლის დარღვევასაც ის არავის აპატიებდა, განსაკუთრებით კი საკუთარ შვილისაგან მოითხოვდა ღირსეულ ცხოვრებას. გოჩასთვის ისეთი მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო ონისეს უკეთური საქციელი, იმ ონისესი, რომელზეც მას მზე და მთვარე ამოსდიოდა და რომლითაც ის ასე ამაყობდა, რომ შინაგანი წონასწორობის დაკარგვას ვერ გაუძლო და შვილი საკუთარი ხელით მოკლა ნამუსის გასაწმენდადა და ყველასთვის ამ სასტიკი მაგალითის საჩვენებლად.
თეონა დემურაშვილის აზრი გაიზიარეს მოსწავლეებმა: ბესო ლიპარტელიანმა და ია ნადირაძემ რომლებმაც თავის მხრივ დაამატეს, რომ თანამედროვე გადასახედიდან გოჩას საქციელი ძალიან სასტიკი და არაჰუმანური გვეჩვენება.
გაკვეთილის წამყვანი სოფიო მოწონელიძე გაკვეთილ-დისკუსიას დამთავრებულად აცხადებს და სიტყვას აძლევს დამსწრე საზოგადოებას.
დირექტორის მოადგილე მაია ლომიძე და პედაგოგები: მედეა პატარაია, ლელა ჯანაშია და ლიანა ასათიანი ბავშვებს უწონებენ ჩატარებულ გაკვეთილ-დისკუსიას და აძლევენ სასარგებლო რჩევებს.
Golden Nugget Casino, Las Vegas - MapyRO
ReplyDeleteGolden Nugget 부천 출장샵 Casino, Las Vegas - 경기도 출장샵 MapyRO 삼척 출장샵 태백 출장샵 If you are looking for a casino that you want a fun vacation to Las Vegas you've come to 김천 출장마사지 the right place.